დღეს, 27 აგვისტოს, დედაქალაქის საკრებულოს სხდომა გაიმართება. "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრის, საკრებულოს დეპუტატის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საკრებულოს სხდომაზე როგორც დევნილების ასევე გარემოვაჭრეების პრობლემას განიხილავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დოლიძემ განუცხადა, დევნილების საკითხთან დაკავშირებით მან საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ სამადაშვილს წერილობით უკვე მიმართა.
"იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სამინისტროსთან რამდენიმე ათეული დევნილი შიმშილობს. მათ შორის არაიან ადამიანები ვინც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. თუმცა მათი გამკითხავი არავინაა", _ განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობამ სამართლებრივი ბერკეტები შეიმუშაოს, რომელიც გარევაჭრობის პრობლემას მოაწესრიგებს და ამ ადამიანებს ისეთ ბაზრებში გადაანაწილებს, სადაც მათ საარსებო მინიმუმის გამომუშავება შეეძლებათ.