მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს ყველაფერი გადმოგვაბრალოს ჩვენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია.
"რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, მისი გადაწყვეტილებების კომენტირება ჭირს, მით უფრო ჭირს, რადგან არაადეკვატური ხდება. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს ყველაფერი გადმოგვაბრალოს ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის, შემდეგ კინკლაობა დაარქვა ამ ყველაფერს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები",- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტს სავარაუდოდ, აღარ წარუდგენს.