კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს, - ამის შესახებ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ჩვენი კონსტიტუცია თანდათან სრულყოფილი გახდება და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას.
"დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ, მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს ან გარკვეულ წლებს. მე ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია", - განაცხადა ილია მეორემ.