მსურს, ქალბატონ კანცლერს დიდი მადლობა გადავუხადო. ის საქართველოს მართლაც დიდი გულშემატკივარი გახლავთ. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც რუსეთის აგრესიას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას შეეხება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს, მართლაც, რომ კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მანდ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიულს უწოდებს.
„საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის ისტორიული ვიზიტი დასრულდა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა, სადაც როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხები განვიხილეთ. გერმანია ჩვენი ერთგული მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ დავსახეთ მიზნები, თუ როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, ასევე როგორ უნდა დავუახლოოთ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად “, – დასძინა მამუკა ბახტაძემ.