პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია", -განაცხადა კობახიძემ.