ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული პრობლემებით, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა სწავლა გააგრძელონ.
„გვესმის, რომ ორგანიზაციას პრობლემები გააჩნია, მათ შორის ფინანსური. ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ერთი წლით ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ. ვუზრუნველვყოფთ, რომ არსებულმა სტუდენტებმა სწავლა გააგრძელონ. გადაწყვეტილება კი, რომელიც საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო არსებული პრობლემებით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.