მე კომპენსაციით დაინტერესებული არ ვარ. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ გიორგი ტატუნაშვილმ განაცხადა.
მისი თქმით, ის იმედის გამოთქვამს, რომ მისი შვილის მკვლელები ადრე თუ გვიან დაისჯებიან.
„მე კომპენსაციით დაინტერესებული არ ვარ. დაინტერესებული ვარ იმით, რომ ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები, როცა იქნება მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. ალბათ მოვა ეს დრო. ეს არის ჩემი ნატვრა. დღე და ღამე ამას ვფიქრობ, რომ ისინი ვიხილო განსასჯელის სკამზე", - განაცხადა ტატუნაშვილმა.
ცნობისთვის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელს აგზავნის.