ჩვენი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე იქნება სახელისუფლებო რესურსი. რომელი სახელი და გვარი იდგება ამ სახელისუფლებო რესურსის წინ, იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კონკურენტად განვიხილავთ არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ სახელისუფლებო რესურსს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანა იქნება რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიყვანოს არჩევნებზე, რადგან ვისაც უნდა უკეთესი ხვალინდელი დღე, უნდა გააკეთოს არჩევანი.
„ჩვენი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე იქნება სახელისუფლებო რესურსი. რომელი სახელი და გვარი იდგება ამ სახელისუფლებო რესურსის წინ, იქნება სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კონკურენტად განვიხილავთ არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ სახელისუფლებო რესურსს. ამიტომ, ოპოზიციის ამოცანა იქნება რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიყვანოს არჩევნებზე, რადგან ვისაც უნდა უკეთესი ხვალინდელი დღე, უნდა გააკეთოს არჩევანი. კონკრეტულ სახელსა და გვარს თუ ვინ იდგება სახელისუფლებო რესურსის წინ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბაქრაძემ.