ოპოზიციამ უნდა გაითავისოს, რომ მხოლოდ სეზონური გააქტიურება საკმარისი არ არის. ასეთ შეფასებას აკეთებს ოპოზიციის სეზონურ პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი.
"ყველაზე აქტიურ პოლიტიკურ სეზონზე გაზაფხულ-შემოდგომაზე, როდესაც ხელისუფლება თავისი უმოქმედობით და პასიურობით ყველა საკითხზე პოლიტიკურ ტემპერატურას აგდებს, ხოლო პოლიტიკურად არააქტიურ სეზონზე - ზაფხულში კი ტემპერატურას მაღლა სწევს და ეს, ის პერიოდია, როდესაც რასაც მოისურვებს იმას აკეთებს, იქნება ეს დევნილების დარბევა, კანონმდებლობის შეცვლა, ტყეების გასაყიდ ნუსხაში შეტანა, კონსტიტუციაში ანტისაზოგადოებრივი ცვლილების შეტანა და ა.შ. ამ დროს კი ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკა სეზონური აქტიურობის ფონზე უნდა წამართოს. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი ფაქტიურად კომოკურ მდგომარეობაშია", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორიც დღეს საქართველოშია შექმნილი, ოპოზიციას არ აქვს მორალური უფლება "არდადეგები მოიწყოს".
"დღეს, ყველაზე მძიმე დროს ხალხის, დარბეული დევნილების და გარემოვაჭრეების გვერდით მხოლოდ ლაშა ჩხარტიშვილი დგას, რომელიც მათ უფელებს საკუთარი ტყავით იცავს. ის ადამიანები, კი რომელბიც მოსახლებას არჩევნებზე გაზის დაბალ ტარიფებს, დევნილებს უფლებების დაცვას და საზოგადოებას ფაქტიურად სოციალზმს პირდებოდნენ არსად არაღარ ჩანან", - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის რეიტინგზე დადებითად არ აისახება ის ფაქტი, როდესაც საზოგადოებას მათი დახმარება სჭირდება, ისინი კი დასასვენებლად არიან წასულები