საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
`საქართველოს მოქალაქეობის შესახებ~ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ადამიანი მხოლოდ მაშინ გავა საქართველოს მოქალაქეობიდან, როდესაც იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.
ადრე პირს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაეტოვებინა იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოს მისი მოქალაქედ მიღება-არმიღების საქმე განეხილა.
თუ სხვა სახელმწიფო პირს მოქალაქეობას არ მიანიჭებდა განმცხადებელი მოქალაქეობის არმქონე ხდებოდა.
საკანონმდებლო ცვლილება ადამიანებს, სხვა სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებად მიუღებლობის შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირებად გახდომისგან იცავს.
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, როდესაც სახეზე იქნება პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ საბუთის მიღებამდე ადამიანი ისევ საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება.