ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე, 1996-1997 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის, ახმეტელმა მოჭიდავეებმა ოქროს ხუთი და ვერცხლის ერთი მედალი მოიპოვეს.
ნიკო ჭიკაიძე, ლევან დარძული, ზვიად მრელაშვილი, ვანო ჩურჩხელაშვილი და დავით რამაზაშვილი ოქროს, ხოლო მიხეილ ახალაური ვერცხლის მედლის მფლობელები 35-დან 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გახდნენ.
ლიეპაიას ღია პირველობაზე ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და რუსეთის 400-მდე ძიუდოისტი გავიდა,
საქართველოს სახელით შეჯიბრში მხოლოდ ახმეტის ძიუდოისტთა ნაკრები მონაწილეობდა.
„ახმეტელმა სპორტსმენებმა ტურნირი ისე დაასრულეს არც ერთ უცხოელ მეტოქესთან არ დამარცხებულან", - განაცხადა გუნდის მწვრთნელმა ზეზვა შათირიშვილმა.