თბილისში მაღალი დონის სალონი "ბონიტა" გაიხსნა. სილამაზის სალონი "ბონიტა" თბილისის მასშტაბით ქსელის გაფართოებას გეგმავს. "ბონიტამ" პირველი სალონი პეკინის 41 ნომერში უკვე გახსნა, სადაც კლიენტებს ცნობილი სტილისტები ემსახურებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ბონიტას" მენეჯერმა ემა დანელიამ განუცხადა, სალონი მომხარებელს მრავალ მომსახურეობას სთავაზობს, მათ შორის: კოსმეტიკას, სოლარიულმს, მასაჟსა და სხვა სერვისებს.
მისივე ინფორმაციით, სალონი კლიენტებს შეადრებით დაბალ ფასად მოემსაურება, თუმცა დაბალი ფასის მიუხედავად მაღალი ხარისხი შენარჩუნებული იქნება.
სალონი მაღალი ტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი და მისი პრეზენტაცია უახლოეს დღეებში მოხდება.
თბილისის შემდეგ "ბონიტას" მენეჯმენტის ფილიაონების გახსნას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გეგმავს.