კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, დღეს თბილისის საკრებულოში, მის მეირ მომზადებულ "გარეაჭრობის რეგულირების შესახებ" კანონპროექტს შეიტანს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჩხარტიშვილმა განუცხადა, კანონ-პროექტში გაწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს ცივილიზებული ფორმით გარევაჭრობის მოწესრიგება.
"მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ გარემოვაჭრები დაარბია, ეს ხალხი ფაქტობრივად შიმშილისთვის გაიმეტა. ამიტომ მე შევიმუშვე კანონ-როექტი, რომელიც გარევაჭრობის ცივილური ფორმით მოწესრიგებას ითვალისწინებს"-აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, ვიდრე ხელისუფლება გარევაჭრობის პრობემებს არ მოავარებს, აქციები პერმანენტლად გაიმართება. მორიგი აქცია, ხვალ საკრებულოს შენობის წინ ისევ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები