ამ წუთებში, თბილისის საკრებულოს შენობის წინ დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, ისინი ქალაქის მთავრობისგან
მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მათ გარე ვაჭრობის ცივილიზებული ფორმით ვაჭრობის უფლება მისცეს, რათა მათ ის საარსებო მინიმუმი არ შეუწყდეთ, რომლითაც ოხაჯებს არჩენდნენ.
რაც შეეხება დევნილებს, ისინი თბილისის სხვადასხვა კომპატური ჩასახლებიდან გამოსახლებას და რეგიონებში ჩასახლებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილე დევნილები მოითხოვენ, რომ ისინი ხელისუფელბამ თბილისის ნებისმერ უბანში ფართებით დააკმაყოფილონ.
აქცისის ორგანიზატორები არიან, "კონერვატორული" და "ხალხის პარტიის" წარმომადგენლები, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ურთდებიან.
მასალის გამოყენების პირობები