ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაგილებულ პირთა, დევნილთა და ტოლვილთა სამინისტროსთან დევნილები შიმშილობას კვლავ აგრძელებენ, მათ შორის ოთხს პირი აქვს ამოკერილი.
დევნილთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მოშიმშილეებიდან ერთ-ერთი რამაზ არონიაა, რომელმაც პირი ანგარების მიზნით ამოიკერა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" არონიასგან მოტყუებულმა ერთ-ერთმა დევნილმა აცნობა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, არონია სამჯერ ნასამართლევია და სანაძლეოში ფულის მოგების სანაცვლოდ პირი არაერთხელ აქვს ამოკერილი.
"რამაზ არონია სამჯერ ნასამართლევია, მათ შორის ძარცვა-ყაჩაღობაში, რომელიც ციხეში ყოფნის დროსაც სანაძლეოში ფულის მოგების სანაცვლოდ პირი არაერთხელ აქვს ამოკერილი. ასევე, მას კომპაქტურად ჩასახლებებში არაერთი ფართი აქვს გადაყიდული", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთმა დევილმა.
"ჯი-ეიჩ-ენი" შეეცადა ინფორმაცია კონსერვატორთა ერთ-ერთ ლიდერთან ლაშა ჩხარტიშვილთან გადაემოწმებინა. თუმცა ჩხარტიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ მისთვის ყველა მოშიმშილის ვინაობა ცნობილი არაა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენმა" დაადგინა, სხვადასხვა პერიოდში რამაზ არონია სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე-მესამე ნაწილით, 254-ე მუხლის მე-2 და 178-ე მე-2 ნაწილით იხდიდა.
შეგახსენებთ, რომ დევნილები თბილისში ფართის მოთხოვნით ლტოლვილთა სამინისტროსთან უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ.