დღეს, 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართება.
დევნილები ხელისუფლებისგან გარევაჭრობის ცივილიზებული ფორმით აღდგენას მოითხოვენ, ხოლო დევნილები, რომლებიც თბილისიდან რეგიონებში გადაანაწილეს, დედაქალაქის ნებისმიერ რაიონში დასახლებას.
აქციის ორგანიზატორია დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც 25 აგვისტოს დაფუძნდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, დევნილების მიერ ორგანიზაცია იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დასაცავად შეიქმნა, რომელთაც სახელმწიფო უსამართლოდ ექცევა.