დღეს, 26 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ პორტოდან 50 კმ დაშორებაზე მდებარე ქალაქ გიმარაეშში გამართავს.
გუნდი პორტუგალიაში ჩარტერული რეისით თბილისი-პორტო გაემგზავრა. საქართველოს დელგაცია პორტოში კომპანია "ეარ მოლდოვას" კუთვნილი "ეარბას 320"-ით გაფრინდა.
ჩარტერული რეისის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი შეთანხმებით იქნა მიღებული.
საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი.
დღევანდელ მატჩამდე ქართველმა კალათბურთელებმა პირველ მატში პოლონეთის ნაკრები დაამარცხეს. მეორში კი ქართველი კალათბურთელები ბელგიის ნაკრებთან დამარცხდნენ, მესამე მატჩში კი კოკოშკოვის გუნდმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა. მეოთხე მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარელები დაამარცხეს, ხოლო შემდეგ პოლონელებთან და ბელგიელებთან დამარცხდნენ.