თბილისის საკრებულო ქალაქის ტყეების 99%-თვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ამის შესახებ საკრებულოს სამი კომისიის სხდომაზე დღეს იმსჯელეს.
კერძოდ კი, საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის ტყეების ტყის ფონდიდან ამორიცხვის და ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის გეგმა ქალაქის არქიტექტურული სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ წარუდგინა.
როგორც სხდომაზე განმარტეს, დედაქალაქის ტყეების დაახლებით 99%-ს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭება, რაც მათ უფრო მეტად დაიცავას უზრუნველყოფს, ვიდრე ეს მათი ტყის ფონდში არსებობისას ხდებოდა.
რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც მშენებლობები უკვე შესრულებულია, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭება, რათა მათი გაგრძელება შეუძლებელი გახდეს.
იურიდიულმა, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ასევე გარემოს დაცვის კომისიებმა ქალაქის ტყეების ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების გეგმას მხარი დაუჭირეს.