თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
როგორც ირკვევა, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და ამის შედეგად ის დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის შვილია.