თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მოშიმშილე დევნილები მოინახულა.
დოლიძის განცხადებით, იგი დღეს სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დირექტორს გოგა ტუღუშს და ადმინისტრაციის უფროს ვალერი კოპალეიშვილს შეხვდა, თიუმცა მათ დევნილების პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გეგმა ვერ წარუდგინეს.
"გარეთ დარჩენილი ოჯახებიდან ერთს ერთი თვის ბავშვი ჰყავს, ერთს კი - მცირეწლოვანი ბავშვი გულის მძიმე დაავადებით. ამ უკანასკნელ ოჯახს ხელისუფლებამ 200 ლარიანი დახმარება მისცა. რაში უნდა ეყოთ 200 ლარი, გაუგებარია. ადამიანებს უწევთ ღამის გარეთ გათენება. უმძიმესი ვითარებაა. ერთადერთი, რისი პირობაც მივიღე სამინისტროში, არის ის, რომ დევნილებს, ვიდრე მათთვის საცხოვრებელი არ მოიძებნება, გარეთ არ გამოასახლებენ. ვნახოთ, ეს პირობა თუ შესრულდება. პირადად მე ვაპირებ, ამ საქმეს ბოლოდე მივყვე. საკრებულოს თავმჯდომარეს მივწერე წერილი, რომ 27 აგვისტოს სხდომაზე ეს საკითხი უცილებლად განვიხილოთ~, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი სუბელიანის უწყებასთან უკვე მეორე დღეა შიმშილობს.