ნოვოსიბირსკის პორტში 27 ტონა ღორის ხორცი დააკავეს, რომელიც ბრაზილიიდან აფხაზეთში უნდა გადაეტანათ. ამის შესახებ ინფორმაციას "აპსნი პრესი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტვირთის დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ ტვირთს ვეტერინალური სერტიფიკატი არ ჰქონდა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტვირთი საბაჟო კონტროლის ზონაშია, სადაც შესაბამისი დოკუმენტების წარდგენამდე დარჩება.
ასევე, 20 აგვისტოს პორტუგალიიდან აფხაზეთში მიმავალი 17 ტონა გაყინული ღორის ხორცი დააკავეს, რის მიზეზადაც დოკუმენტების მოუწესრიგებლობა დასახელდა.