რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში S 300 ტიპის სარაკეტო კომპლექსის განლაგების შესახებ, _ იუწყება ინტერფაქსი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის სახედრო ბაზების დაცვა საერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით, მაშ შორის "ბუკის", "ტუნგისკას" და სხვ. საშუალებით ხდება.
შეგახსენებთ _ ქართული მხარე ვარაუდობს, რომ რუსეთმა S 300 ტიპის რაკეტები ცხინვალის რეგიონში უკვე განათავსა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, რუსეთს S 300 ტიპის რაკეტები სამხრეთ კავკასიაზე და მის მოსაზღვრე ქვეყნებზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდება.
"რუსეთმა შემოიტანა S300 ტიპის რაკეტები აფხაზეთში უკვე განათავსა. მართალია ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ ცხინვალის რეგიონშიც რაკეტები აუცილებლად უკვე ექნება შემოტანილი. მათ ამით სამხრეთ კავკასიაზე და მის მოსაზღვრე რაიონებზე სამკუთხედი შექმნეს, რომელიც მათი ჭკუით ნატოსთან კონფრონტაციისთვის დასჭირდებათ", - აღნიშნა ვაშაძემ.