საქართველოს მთავრობა ხორბლის იმპორტისთვის ახალ ბაზრებს ეძებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე წელს ცუდი მოსავალი იყო, განსაკუთრებით კი ხორბალზე.
"ხორბალზე ცუდი მოსავალი იყო არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ისეთ მომწოდებელ ქვეყნებში, როგორიც არის ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი. ამ რეგიონებში მოსავალი შემცირებულია დაახლებით 25%, რამაც გარკვეულწილად ფასების ზრდა გამოიწვია. ამას დაემატა ისიც, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა ექსპორტები შეწყვიტეს და ხორბლის გატანა თითქმის შეუძლებელი", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა მეორეს მხრივ მოსავლის სიმცირის გამო ფასების ზრდა როგორც რეგიონში ასევე საქართველოში გადამდები გახდა.
"ჩვენ გავქვს გარკვეული პროექტები როგორც ხორბლის, ასევე სიმინდის, რომელსაც ჩვენს საზოგადოებას გავცნობთ მომავალში", - აღნიშნა გილაურმა.
ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განმარტებით, ფასების ცვალ კიდევ მოსალოდნელია.
"ახალი პროგრამები, რომელებიც მომავალი წლისთვის მოსავლიანობის გაზრდას ემსახურება უკვე შემუშავებულია და საზოგადოებას უახლოეს მომავალში გავაცნობთ", - განაცხადა კვეზერელმა.