საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ადასტურებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება შემცირებულია.
გილაურის განცხადებით, საქართველოში საერთაშოსრისო საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხის შემოდინება არ შემცირებულა და გარკვეული შეფერხებები მხოლოდ კერძო ინვესტიციების კუთხით არსებობს.
"ინვესტიციების შემოდინება მართლაც შემცირებულია, მაგრამ ჯამურად საერთასოსრისო ფიანსური ინსტიტუტებისა და მათ შორის IFC-იდან თანხის შემოდინება ქვეყანაში არ შეჩერებულა. წლის ბოლომდე ვარაუდობთ რომ საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა შემოვა", _ აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისრტრი.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 658 მლნ. აშშ დოლარი (დაზუსტებული მონაცემებით) შეადგინა, რაც 58%-ით ნაკლებია 2008 წლის მონაცემებთან შედარებით.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოში 1 მლრდ. 564 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2009 წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62 პროცენტი შეადგინა.