თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების 140 ბავშვი ურეკში დაისვენებს.
ბავშვები ურეკში დღეს დილით უკვე გაემგზავრნენ, რომლებიც პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციის კურსაც გაივლინ.
პროექტის ფარგლებში 1 400 შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვმა უკვე დაისვენა, ხოლო 7 სექტემბერს კიდევ 140 ბავშვის გაგზავნა იგეგმება.
პროექტი დედაქალაქის ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.