ხვალ, 25 აგვისტოს, 16:00 საათზე, დევნილები "მზიურში" დევნილთა სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, დევნილების მიერ ორგანიზაციის შექმნის მიზანია იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, რომელთაც სახელმწიფო უსამართლოდ ექცევა.
ჩხარტიშვილის განცხადებით, 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართება.
დევნილები ხელისუფლებისგან გარევაჭრობის ცივილიზებული ფორმით აღდგენას მოითხოვენ, ხოლო დევნილები, რომლებიც თბილისიდან რეგიონებში გადაანაწილეს, დედაქალაქის ნებისმიერ რაიონში დასახლებას.