კურიოზულია ის ეპითეტები და სიტყვები, რასაც გიორგი მარგველაშვილი იყენებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ის ყველაფერი, რასაც გიორგი მარგველაშვილი ბოლო პერიოდში ამბობს.
„კურიოზულია ის ეპითეტები და სიტყვები, რასაც იყენებს. არ ვიცი, რას აპირებს და განწყობილი არ ვარ, რომ ყოველთვის კრიტიკული შეფასება გავაკეთო, მაგრამ მართლა კურიოზული და კომიკური გახდა ის ყველაფერი, რასაც ბოლო პერიოდში ამბობს. სერიოზულობაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა. პირადი ახირება არ არის, ვიცოდეთ, რას აპირებს. რაც უფრო მეტი გაირკვევა, მით ნაკლები დაძაბულობა იქნება საზოგადოებაში. არანაირი პირადი არ მაკავშირებს არც მარგველაშვილთან და არც ოპონენტებთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.