აკაკი წერეთლის სახელობის ბაღში გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოწესრიგებული სახით გარევაჭრობის აღდგენას მოითხოვდნენ.
ამასთან, გარემოვაჭრეებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "გარემოვაჭრეთა ლიგა" დაფუძნეს, რომელმაც სპეციალური წესდება შეიმუშავა. კერძოდ, მოვაჭრეებმა, გარევაჭრობის სხვადასხვა ობიექტის 15 წარმომადგენელი ორგანიზაციის გამგეობის წევრებად, ხოლო 5 სარევიზიო კომისიის წარმომადგენლებად დაასახელეს.
რამდენიმე დღეში გარემოვაჭრეები ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევასაც გეგმავენ.
"კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია თავდაპირველად საპროტესტო ტალღის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და შეეცდება, ხელისუფლება იძულებული გახადოს, რომ გარევაჭრობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღოს.