ხვალ, 25 აგვისტოს, უკრაინის მთავრობა ხორბლის ექსპორტზე კვოტის დაწესების საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკითხის განხილვას უკრაინის მთავრობა გასულ კვირაში დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე გეგმავდა, თუმცა სახკითხის განხილვა 25 აგვისტს მთავრობის სხდომისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 2010 წლის ბოლომდე შეზღუდოს ხორბლის ექსპორტი, რათა უზრუინველყოს ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლაი პრისიაჟნუკმა ქვეყნის აგრალური კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. აღნიშნულის მისაღწევად ქვეყანაში შემოღებული იქნება კვოტირებული შეჯერებული მოცულობა 2,5 მლნ ტონა.
აგროპოლიტიკის სამინისტრო თანახმაა, წლის ბოლომდე უკარინიდან მხოლოდ 2,5 მლნ. ტონის ექსპორტი განხორციელდეს. აღნიშნულ მოცულობაში გათვალისწინებული არ არის 1 მლნ. ტონა ხორბალი, რომელიც ამჟამად პორტებში. კვოტოირება არ შეეხება