განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში მოქმედ პროფკავშირულ ორგანიზაციებთან შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამინისტროს, სისტემაში შემავალ სასწავლო დაწესებულებებსა და პროფკავშირებს შორის სამართლებრივად დარეგულირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე სპეციალური კომისია იმუშავებს, რომლის შემადგენლობაშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები შევლენ.
ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ორივე მხარისთვის მისაღებ თანამშრომლობის ფორმას შეარჩევს, შეიმუშავებს იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობას კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს.