ხვალ, 25 აგვისტოს, 13:00 საათზე, ოზურგეთში ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის გეგმის განვითარების ფარგლებში სადაზღვევო კომპანია "ალფა~ იწყებს სახელმწიფო პროგრამით დაკისრებული მოვალეობის განხორციელებას.
მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 დადგენილების თანახმად, საავადმყოფოების მშენებლობა 2011 წლის დეკემბრისთვის დასრულდება.
პროექტი ითვალისწინებს 50-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობას. მრავალპროფილური და თანამედროვე ტექნიკის აღჭურვილობით უზრუნველყოფას. მაღალკვალიფიციური კადრების მოძიებას და ადგილობრივი კადრების დასაქმებას.