ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ჩვენებას გამომძიებელი მიხეილ სუჯაშვილი აძლევს, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. სწორედ მან განახორციელა ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილთან ფარული აუდიო-ვიდეო მასალის ჩაწერა.
აღნიშნული ჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლოში.
"ბრალდებული მშვიდ სამუშაო ვითარებაში იქნა გამოკითხული, არანაირ იძულებას, ან ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ქრონოლოგიურად ჰყვებოდა მომხდარის შესახებ.
არანირი ფურცელი არ ჰქონია და არ კითხულობდა არაფერს, თავად ჰყვებოდა ყველაფერს", - აცხადებს გამომძიებელი.
შეგახსენებთ, რომ წინა სხდომაზე სასმართლოში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი გამოიკვლიეს, სადაც გრიგალაშვილი დეტალურად აღწერს თუ როგორ გაიყვანა მან მკვლელობის ღამეს გოგონა სახლიდან, როგორ მოკლა ის და როგორ გადამალა დანაშაულის ჩადენის იარაღი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.