ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა, - ამის შესახებ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო, ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.