გაუგებარია, რატომ არ ასახელებს პრეზიდენტი ამდენი ხნის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება იმსახურებს, გაიგოს, როდის არის საპრეზიდენტო არჩევნები.
„არჩევნებს დააკვირდება ყველა ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მათთვისაც მნიშვნელოვანია, არჩევნების თარიღი. ეს მნიშვნელოვანია როგორც მედიისთვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. გაუგებარია, რატომ არ ასახელებს პრეზიდენტი ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტულ თარიღს. ვუერთდებით სამოქალაქო სექტორის მოწოდებას, რომ პრეზიდენტმა დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.