მომდევნო კვირას ვგეგმავთ უკვე მსჯავრდებული პირების გამოკითხვას და ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, დღეს გამოიკითხა სამი არასრულწლოვანი.
"ჩვენ დღესაც გამოვკითხეთ არასრულწლოვანი მოწმეები. დღეს გამოკითხული პირები არ ფიქსირდებიან უშუალოდ ინციდენტის მოხდენის დროს. ჩვენ დღეის მდგომარეობით 70-მდე პირი გვყავს გამოკითხული, დაწყებული შსს-ს წარმომადგენლებით, გაგრძელებული პროკურატურით და მოწმეებით დასრულებული. რაც შეეხება ინფორმაციას, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ გვფიქსირდება, გარდა იმ მონაცემისა და გარემოებისა, რომელიც ჩვენ რამდენიმეკვირიანი გამოკითხვის შედეგად მივიღეთ. ჩვენ მომდევნო კვირას კიდევ გავაგრძელებთ გამოკითხვებს.
მომდევნო კვირას ვგეგმავთ უკვე მსჯავრდებული პირების გამოკითხვას და ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.