ჩემი წარმოდგენა გიორგი კვირიკაშვილზე, რაც იყო ის დარჩა. მე მადლობა გადავუხადე. გარკვეული შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან მიმართებაში შესაძლებელი იყო უფრო ადრე გადადგმულიყო ნაბიჯები და დაგვეჩქარებინა რეფორმები, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
როგორც ის განმარტავს, კვირიკაშვილთან შენიშვნები თავადაც ჰქონდა, თუმცა, პოლიტიკა ანგარიშსწორების ასპარეზი არ უნდა იყოს.
"მე თვითონაც მქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი. მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც შეიძლება ვთქვა - „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“. ეს არის შუასაუკუნეების თემა. შეგვიძლია ვთქვათ, გაუმარჯოს მეფეს და დავანებოთ წინას თავი. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით.
რა თქმა უნდა, სულ სხვა პოზიცია გამოთქვა პარტიის თავმჯდომარემ, ეს მისი თემა იყო იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ეს კონსულტაციები. მე ამ კონსულტაციების მომსწრე არ იყავი. ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი, რაც იყო ის დარჩა“, - განაცხადა ზოიძემ.