იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მამუკა ბახტაძის მიერ ოპოზიციის შეფასებას სხვა ეპითეტებსაც დაამატებდა, თუმცა, მისი თქმით, ახლა ამის დრო არ არის.
მისი თქმით, ის ეთანხმება ბახტაძეს, რომელმაც ოპოზიციას ხელმოცარული უწოდა.
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მე ჩემი მხრიდან, სხვა ეპითეტებს დავამატებდი, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დღეს მამუკა ბახტაძემ განაცადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა.