თუ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, პატრიარქის ის გარკვეული გარემოცვა, რომელიც ამ შეხვედრას ბლოკავს, მისცემს პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობას, ვფიქრობ, პატრიარქის მხარდაჭერა დეკანოზის მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა.
ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებული დეკანოზი პატრიარქთან შეხვედრას დკავების დღიდან ითხოვს, თუმცა, ეს ამ დრომდე გაურკევევლი მიზეზებით ვერ მოხერხდა.
ხცნობისთვის, ამ წუთებში, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი უფლებადამცველი, გიორგი ფანცუალაია ხვდება. საუბრის თემა მეუფე გრიგოლისა და დეკანოზ მამალაძის შეხვედრა იქნება.