ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნების, პარტიაში, გუნდში, ქვეყანაში არსებული საკითხების - მიღწევების თუ პრობლემების დეტალური, გულწრფელი ახსნა, ანალიზი, სამომავლო გეგმების მონახაზი - ეს ყველაფერი იყო საინტერესო და საყურადღებო.
"დარწმუნებული ვარ სწორად არის გათვლილი თითოეული ნაბიჯი და სტრატეგია, რათა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ეფექტურად ითანამშრომლოს და მოახერხოს ყველა იმ რეფორმის განხორციელება რასაც ხალხი ითხოვს ჩვენგან", - განაცხადა ენუქიძემ.