ახლა მთელი ქვეყანა უნდა დავსხდეთ და ვიმარჩიელოთ, რა იგულისხმა ბატონმა ბიძინამ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც თქვა, რომ მას აქვს პოზიცია, გუნდიდან არ დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატი.
ხოშტარიას თქმით, აქ ყველაზე მთავარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაა, რაც პირდაპირ გამოამჟღავნა გუშინ ბატონმა ბიძინამ. მისივე გაცნადებით, ეს არის ის, რომ დიახაც, ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას, ეს პირდაპირ და ღიად თქვა.
"უნდა ვიმარჩიელოთ, რა ახალი კონსტრუქცია მოიგონა, ვინ იქნება ან ვინ არ იქნება. ეს იქნება ფორმალურად "ქართული ოცნების" თუ ფორმალურად არა "ქართული ოცნების", უპარტიოს თუ რას მოიგონებს. არსებითად ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მათ აწყობთ, იქნება მათი კანდიდატი, რა ნომერიც არ უნდა ჰქონდეს და რა სახელიც არ უნდა ერქვას, იქნება მათი მორიგი ფასადი. ამიტომ, აქ ყველაზე მთავარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაა, რაც პირდაპირ გამოამჟღავნა გუშინ ბატონმა ბიძინამ, ეს არის ის, რომ დიახაც, ის აკონტროლებდა ქვეყნის მართვას, ეს პირდაპირ და ღიად თქვა. დიახაც, ის იხსნის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ჩავარდნებზე, ვინც მათი დანიშნული ხალხი იყო. ჩვენი ამოცანაა, რომ ვკონცენტრირდეთ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციამ იყო ძლიერი ამ არჩევნებზე, ოპოზიციური კანდიდატები იყვნენ ძლიერები და ამ საპროტესტო ამომრჩევლის მობილიზება მოვახდინოთ", - განაცხადა ხოშტარიამ.