„მოქმედი პრეზიდენტისგან ველოდები არჩევნების თარიღის დანიშვნაზე სწრაფ ნაბიჯს,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნების თარიღის არცოდნა პრობლემას უქმნის ოპოზიციას, რადგან ვერ იწყებენ საარჩევნო კამპანიას. სწორედ ამიტომ ის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება, სწრაფად დანიშნოს ეს თარიღი, რათა ხელისულფება მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში არ იყოს.
„ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ ვიცით არჩევნების თარიღი, არის ოპოზიციისთვის დაკარგული და ხელისუფლების სასარგებლო დღე იმიტომ, რომ თარიღის გარეშე არ ირთვება არცერთი ის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას აძლევს უფლებებს. ჩვენ არ გვაქვს საეთერო დრო, არ გვაქვს რეკლამის გაშვებია უფლება, ჩვენ არ გვაქვს არცერთი ის ინსტრუმენტი, რომელსაც ოპოიზიცია იყენებს არჩევნებზე. ამიტომ, აყენებს თუ არ აყენებს მარგველაშვილი კანდიდატურას, ეს მისი საქმეა, მაგრამ, როგორც პრეზიდენს და პასუხისმგებელს ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში დემოკრტიულ განვითარებაზე, მინდა, მოვუწოდო, რაც შეიძლება, სწრაფად დანიშნოს არჩევნების დღე და ამით დაეხმაროს ოპოზიციას, რომ იყოს თანაბარი და კონკურენტულ გარემოსთან ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა დავით ბაქარძემ.