„ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკური რესურსი მოწურა,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, დღეს ჟურნალისტებთან. ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას, გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამას ემსახურება მის მიერ გუშინ გაჟღერებული იდეა, რომ მოიყვანონ გარეშე და დამოუკიდებელი ადამიანი. “რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებლი, თუ მის ზურგს უკან დგას “ქართული ოცნება”? რა მნიშვნელობა აქვს, ფურცელზე ეწერება პარტიის წევრობა თუ სინამდვილეში ზურგს უმაგრებს პარტია და კამპანიას ატარებ მისი მხარდაჭერით?” - განაცხადა ბაქრაძემ.
სწორედ ამიტომ ის ფიქრობს, რომ „დღეს „ქართულ ოცნებას“ მისი სახელით, მისი ნომრით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება“.
„მოიფიქრეს ეს მიდგომა, რომ საზოგადებას სთავაზობენ, თითქოს, ვიღაც დამოუკიდებელს. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რომ გამოსავალი არ არის ვითომ ასეთ ხრიკებში და ვითომ დამოუკიდებელი ადამიანების მოძებნაში, გამოსავალია ამ პოლიტიკური გუნდის მთლიან პოლიტიკურ დემონტაჟში, მათი პოლიტიკური არენიდან წასვლაზე და ისეთი პოლიტიკური ძალის მოსვლაზე, რომელიც რეალურად გააკეთებს საქმეს და არ ამოეფარება ე.წ. დამოუკიდებელი ადამიანების ზურგს,“ - განაცხა დავით ბარაძემ.