პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როცა მოიფიქრებს, იტყვის.
„როცა მოვიფიქრებ, გეტყვით, მოთმინება ძალიან კარგი და მაგარი რამეა. არაფერს გეტყვით. როცა მე ამის თქმას გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.