ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ოპოზიცია უფრო მეტად აფასებს, ვიდრე მმართველი გუნდი, ჩემთვის დიდი გამოწვევაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებმაც ისევე უნდა შეძლონ მეტი ინფორმაციის, მეტი დეტალის მიტანა საზოგადოებამდე, როგორც ამას პარტიის ლიდერი აკეთებს.
"ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის რესურსზე ყველა მიმართულებით უფრო მეტი ვილაპარაკოთ, ჩვენს ოპონენტებს უფრო მეტი დეტალების შესახებ ჩავყვეთ თავიანთ სპეკულაციურ განცხადებებში. ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.