ჩემთვის ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობროვი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ხედავს, როგორ წნეხად აწევს საზოგადოების დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულებები, მაგრამ მისივე თქმით, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამის თქმა არ ნიშნავს საბანკო სექტორის ეფექტურობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
„კვირიკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქცენტი დაისვა, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. ჩემი აზრით, ის გულისხმობდა, რომ როცა მთავრობის მეთაური ხარ და ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, ვალდებულება გეკისრება. რამდენად იყო სუბიექტური ფაქტორები და რამდენად იყო პროცესები უმართავი იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოება მაინც აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, ამას შესწავლა უნდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვერასოდეს აიცილებს თავიდან უარყოფით ტენდენციებზე პასუხისმგებლობას. ეს იყო ძალიან გასათვალისწინებელი მესიჯი სამომავლოდაც.
ჩემთვის ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთობებში მოულოდნელობა ის იყო, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ხედვაში ასეთი ხარისხის აცდენა ექნებოდათ. ჩემთვის ყველაზე დიდი მიუღებლობა არის ეს და ვფიქრობ, პირადად ამ ხარისხის უთანხმოების შესახებ აუცილებლად უნდა მცოდნოდა. ეს ვისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ ვისაც უნდა, ეს თავის თავზე იმან მიიღოს. თუ ამ ხანგრძლივობით გრძელდებოდა აცდენა პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ეს ჩემთვის მიუღებელი ფაქტორია და არც ერთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღიდან არის წამოსული, ასეთი ტიპის აცდენა არ უნდა ჰქონდეს. ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა კაკულიამ.