დღეს, 24 აგვისტოს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდსა და ოზურგეთში გაიმართება.
საკონსტიტუციო კომისიის წევრები კანონპროექტის საყოველთაო-საჯარო განხილვის ფარგლებში ზუგდიდის და ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდება, რომელთაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილების შესახებ ინფორმაციას მიწვდის.
შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრები უკვე შეხვდნენ ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და ფოთის მოსახლეობას.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში დაიწყება.