დღეს, 24 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ყაზბეგსა და ბათუმს ესტუმრებიან. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრანგ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
"მათთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს მეგობრობა ჯერ კიდევ წინა საკრებულოდან დაიწყო, როცა ჩვენი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი იქნება", _ აღნიშნა ტყემალაძე.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საქართველოს 22 აგვისტოს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს და კახეთი მონახულეს.