დღეს, 24 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 750 ახალი სახელმძღვანელო გადაეცემა. სახელმძღვანელოები პროფესიული სწავლების 9 კურსისთვის არის განკუთვნილი.
სახელმძღვანელოები შეიმუშავა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ახალ სახელმძღვანელოებს 16 პროფესიული კოლეჯი გამოიყენებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ირინა ქურდაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრი მარტინ კლაუკე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი (UNDP) სოფიო ქემხაძე.