თამაზ ახობაძემ უზენაეს სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგო.
მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ახობაძე უნდა აღადგინონ იმ თანამდებობაზე, რომლიდანაც გაათავისუფლეს და განაცდური აუნაზღაურონ.
"აააააააააააააააააა ვღრიალებ ისე მიხარია!!!!!!
მეორე წრეზე მოვუგე უზენაესი სასამართლო წულუკიანს!!!", - წერს ახობაძე სოციალურ
ქსელში.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი 2013 წელს გაათავისუფლა. ორივეს შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს მათი თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.