ევროკომისიამ საბერძნეთის მიერ ფინანსური სტაბილურობის რეალიზაციის გეგმა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია და ევროზონის წევრებს მოუწოდა ათენისთვის მეორე კრედიტის გამოყოფის გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
სექტემბერში საბერძნეთი 6,5 მლრდ ევროს მიიღებს, რომელსაც მას ევროზონის წევრები გამოუყოფენ, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გამოყოფილი კრედიტის მოცულობა 2,5 მლრდ ევრო იქნება. ევროკავშირის კომისიის წარმომადგენელმა ეკონომიკისა და სავალუტო საკითხებში ოლი ტენმა განაცხადა, რომ 2010 წლის პირველ ნახევარში საბერძნეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა ფინანსური პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის და მიაღწია სწრაფ ძვრებს სტრუქტურულ რეფორმებში. მისი თქმით, წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები და რისკები შენარჩუნებულია.
აგვისტოს დასაწყისში ევროკომისიისა და სსფ-ის მისიამ შეაფასა საბერძნეთის მიერ ფინანსური სტაბილურობის გეგმის რეალიზაცია და აღნიშნა, რომ გეგმის განსახორციელებლად ჩადებულია კარგი საფუძვლები. კრედიტის გამოყოფის საკითხი საბოლოოდ 7 სექტემბერს გადაწყდება.